ბორის აკუნინი- ფვსვდონიმია, ნამდვილი სახელი და გვარია გრიგოლ ჩხარტიშვილი.
დაიბადა 1956 წელს 20 მაისს საქართველოში (ზესტაფონში). 1958 წლიდან ოჯახი ცხოვრობს მოსკოვში. დაამთავრა მოსკოვის აზია-აფრიკის ინსტიტუტის ისტორიულ-ფილოლოგიური განყოფილება. არის იაპონიამცოდნე. გადათარგმნილი აქვს ინგლისელი და იაპონელი ავტორების ნაწარმოებები რუსულ ენაზე. მუშაობდა ჟურნალ “Иностранная литература” -ს მთავარი რედაქტორის მოადგილედ. მისი რედაქტორობით გამოიცა 20 ტომეული “იაპონური ლიტერატურის ანთოლოგია”
ფსევდონიმით “ბ-აკუნინი” ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწევა 1998 წლიდან. სიყვა “აკუნინი” იაპონურიდანაა და დაახლოებით “ბოროტი ადამიანი”-ს მნიშვნელობა აქვს.
აკუნინი როგორც ვიცით, იაპონიათმცოდნეაა და ფსევდონიმიც ერთ-ერთი იაპონური ტრადიციიდან აიღო: შუა საუკუნეების იაპონიაში ასეთი ტრადიცია არსებობდა:- როდესაც ადამიანი მიაღწევდა გარკვეულ ცხოვრებისეულ ეტაპს, ის იცვლიდა სახელს და ამ მომენტიდან იწყებდა ახალ ცხოვრებას. ასე მოიქცა ჩხარტიშვილიც. მან მოამზადა გამოსაცემად თავისი წიგნი თვითმკვლელ მწერლებზე, რომელიც საკმოდ სერიოზული იყო და აქვე გაუჩნდა სურვილი დაეწერა რაიმე ნაკლებად სერიოზული”მსუბუქი” . და ვინაიდან მისი პირველი დეტექტივების პერსონაჟები ბოროტმოქმედები იყვნენ, მან ფსევდონიმიც შესაფერისიც შეარჩია “აკუნინ” რაც “ბოროტს ნიშნავს.
აკუნინის წყალობით რუსულ ლიტერატურაში გაჩნდა ნამდვილი რუსი დეტექტივი: ჭკვიანი და მომხიბვლელი ჯელტმენტი. ერასტ ფანდორინი, რომელიც პოპულარობით არ ჩამოუვარდება შერლოკ ჰომსს და ერკილ პუაროს.
დღეს აკუნინი – ყველაზე პოპულარული რუსი რომანისტია, 2002 წელს მან მიიღო წლის საუკეთესო მწერლის ტიტული, პრესტიჟული პრემიის “ანტიბუკერის” ლაურეანტია. მისი წიგნები ითარგმნება მრავალ ენაზე, ჰოლივუდმა გადაიღო ფილმი მისი ნაწარმოებების მიხედვით.
გ.ჩხარტიშვილს პოპულარობა მაინც და მაინც არ ხიბლავს.ის მუშაობს ახალ პროექტებზე. არ პასუხობს სატელეფონო ზარებს და იშვიათად ხვდება ჟურნალისტებს.
მიქაძე ანა IX -გ კლ.
Thursday, December 18, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)